დღეს ფეისბუქმა მამაჩემის ფოტო ამოაგდო, კალმახებიანი სინით ხელში... სექტემბერში, დაახლოებით მეშვიდე კლასამდე, სწავლის პროცესი ამ თემით იწყებოდა: როგორ გავატარე ზაფხული. ჰოდა, ჩემი თემაც, ძირითადად, წლების განმავლობაში უცვლელ მარშრუტებს მიმოიხილავდა. რაჭაში დედაჩემის სოფელი სორი, სამეგრელოში მამაჩემის მუხური და მერე, რა თქმა უნდა, ჩვენი ყველას ზღვა - სოხუმი, გაგრა, ან ბიჭვინთა. არასდროს დამავიწყდება სორიდან ნინოუკა, ბევრი ბოშოები, მინდელების ულამაზესი დიდი საგვარეულო ხის სახლი უზარმაზარი ვერანდით და ოლღა ბებიას და ონისიმე ბაბუას შავ-თეთრი სურათებით. დილას ტყეში მერციას მოკრეფილი და უხარში შემწვარი მჭადა სოკო, ბერიკას ვილისის საბარგული, ტოტონას წიწილები, წითელი ყაყაჩოები, დომინას იასამნისფერი ვარდები, შავი მაყვალი და შაბათას მაღაზიის შავი კალოშები. |
სორში ერთადერთ მაღაზიაში ყოველდღე მივდიოდი, ვერთობოდი უბრალოდ და თან ვამოწმებდი კალოშებს, ადგილზე თუ იყო. ბავშვების ზომა არ იყიდებოდა და ერთი სული მქონდა, ფეხი როდის გამეზრდებოდა. ისე გამიხდა ფეხი 38, ის პრიალა შავი კალოში წითელი სარჩულით ვერ მოვირგე, შაბათას მაღაზიაც დაიკეტა და ცოტა ხანში სიგარეტის ჯიხური ჩადგეს. მაგნა ვიყიდე და მოვწიე კიდეც, მსგავსი კალოშები კი ახლახან Comme Des Garsons--ის და თბილისის მოდის კვირეულზე სიმონიკო მაჩაბლის კოლექციაში დავლანდე. ერთი უნდა დავურეკო სიმონიკოს, საინეტრესოა, თუ აქვს ჩემი ზომა.
ჰო, სულ დამავიწყდა "ფიჭვის კევა" შოვიდან და შოვის სანატორიუმის კუნტრუშაკი. კოხტა ქალი, კოპლებიან კაბაში მუდმივად მინიკონცერტებს მართავდა, ხალხს კლუბში სხვადასხვა საღამოზე იწვევდა და, მოკლედ, ჩვენი დამსვენებლების კულტურულად დასვენებაზე ზრუნავდა. მომწონდა ეს აქტიური ქალი, მეც მინდოდა, რომ გავიზრდებოდი, ასეთივე გამოვსულიყავი. უკვე დიდი გოგო ვიყავი, როდესაც მივხვდი, რომ კუნტრუშაკი სინამდვილეში კულტმუშაკი იყო და ცხოვრების რაღაც ეტაპზე ჩემგანაც რომ გამოვიდა კუნტრუშაკი.
მუხურში სორზე უფრო ცივი წყალი მოდიოდა, საჭმელიც უფრო გემრიელი იყო და სიმინდიც უფრო მარილიანი. შოთა ბაბუა, რაიასთან და კუკურისთან ერთად, შავი ლეღვით, ცხელი ელარჯით და ტკბილი მეგრული სქან გოლუაფიროთი გვხვდებოდა.
სულ მეგრულად ლაპარაკობდნენ ერთმანეთში, მაგრამ არ მადარდებდა. მთავარი იყო, მე რომ მომმართავდნენ, ზუსტად მესმოდა, რომ მეფერებოდნენ.
ასე იყო დედაჩემიც. წლების წინ, ზაზამ რომ ცოლად მოიყვანა, სამეგრელოში ჩაყვანილმა, ქართულად მხოლოდ ის გაიგო, ზაზამ ქართველი ცოლი მოიყვანაო. მაგრამ ამის გამო არ დაუწუნებიათ. პირიქით, მთელი ცხოვრება, როგორც უცხოელს და ტურისტს, თავს აწონებდნენ. მერე დედაჩემმაც ისწავლა "უცხო ენა" და უკვე საპატიო მოქალაქეობაც დაიმსახურა.
მაშინ პოლიტიკაზე არავინ საუბრობდა. შესაბამისად, ხშირად არ კამათობდნენ. არც ფული ჰქონდათ, მაგრამ არც კრედიტი ახრჩობდათ, არც მობილური ეჭირათ მუდმივად ხელში, არც ვინმე უსმენდა, და ასე ბევრი არც-არც...
ერთადერთი მახსოვს, მუხურში ღელავდნენ რაია და ნანული, რომ გასათხოვრები იყვნენ და კუკურის ცოლი რომ არ მოყავდა. ნანული სახეზე არ მახსოვს, მაგრამ ამბავი მაინც მაინტერესებს. უნდა ვიკითხო ერთი, გათხოვდა?
წელს დათო აქუბარდიამ ჩაწერისას მითხრა, მუხურში განსაკუთრებული ჯიშის ფუტკრები არიან და ეგეთი თაფლი მსოფლიოში არავის აქვს, თუმცა თურქები დაეპატრონენ და და იმათ გააქვთ ექსპორტზეო. სამეგრელოში დიდი ხანია არ ვყოფილლვარ. იქნებ თურქეთში მაინც გავსინჯო, როდესაც ჩავალ.
ჰო, თურქეთში ჩავალ, ვიზა არ მჭირდება. ამერიკაშიც მოვხვდები ალბათ, 10 წლიანი ჩამირტყეს, ესპანეთმაც არ მითხრა უარი 2-წლიან მიმოსვლაზე... აი, ჩემი საზაფხულო თემის მესამე მარშრუტი კი, 23 წელია ჩაიკეტა და დღეს მგონი საბოლოოს დავკარგე იქ ჩასვლის შესაძლებლობა. მშრალი ინფო დამხვდა დღეს ფეისბუქზე: "რუსეთის და ოკუპირებული აფხაზეთის პრეზიდენტებმა აფხაზეთსა და რუსეთს შორის ინტეგრაციის და მოკავშირეობის შესახებ ხელშეკრულებას ხელი სოჭში მოაწერეს"..
ჩემს კედელზე ერთი-ორი ადამიანის პროტესტი დავლანდე, მაგრამ ბევრად მეტი იყო იმათი რაოდენობა, ვინც გუშინ ღამით ჩამქრალ სინათლეს დარდობდა.
ჩემი შვილი, ალბათ, ისევ დაწერს თემას სექტემბერში, თუ როგორ გაატარა აგვისტო, მაგრამ იქ არ იქნება სოხუმი, ბიჭვინთა, ან, სულაც, გაგრის გრებეშოკი, სადაც მე მშობლებთან ერთად დავდიოდი.
იცით? გრებეშოკში მარწყვის ხე იდგა. მართალია მარწყვი არ მინახავს, მაგრამ ამბობდნენ, მაისში ყვავის და საოცარი სანახავიაო. ალბათ ბევრს არ გჯერათ, მაგრამ ისეთი ლამაზი იყო იქაურობა, ამ ხის ნამდვილობაშიც ეჭვი არასდროს შემიტანია.
ან კი იმ ადგილას, სადაც ასე არარეალურად ზურმუხტისფერი იყო ტბა, ასეთი ლურჯი შავი ზღვა, ასეთი წითელი ჩამავალი მზე, ასეთი ფირუზისფერი აფხაზი სტელას თვალები და ასეთი გამაბრუებელი ევკალიპტი, ვითომ რატომ არ შეიძლება მდგარიყო წითელი მარწყვის ხე, რომელიც რომელიღაც პრინცმა თავის საყვარელ ქალს სასახლესთან დაუტოვა?
ზუსტად არ მახსოვს ეს ისტორია. ბიძაჩემის აფხაზმა მეგობარმა ტარიკა დოჩიამ გვიამბო მგონი, ან მისმა ლამაზმა ცოლმა მანანამ. ტარიკა და მანანა თბილისში ცხოვრობდნენ და ზაფხულობით ჩვენზე ადრე მიდიოდნენ სოხუმში. მერე იქ გვმასპინძლობდნენ.
წლების მერე, აფხაზეთი რომ დავკარგეთ, გავოცდი, როდესაც გავიგე, მანანას მამა იყო ის ცნობილი ადლეიბა, უკვე ოკუპირებული აფხაზეთის პირველი მმართველი რომ გახდა.
ტარიკა და მანანა დიდი ხანია უკვე მოსკოვში ცხოვრობენ. იმათაც ენატრებათ აფხაზეთი.
თუ ოდესმე ჩავალ აფხაზეთში, ვეცდები მაისს დავამთხვიო, აყვავებული მარწყვის ხე მინდა ვნახო.
ჰო, გამახსენდა, რიწის ტბაზეა გადაღებული ის ფოტო, მამაჩემის, კალმახებიანი სინით ხელში, დღეს რომ ფეისბუქმა ამომიგდო.